logo
PetSmart
Feed-pets-in-shelters-online
PetSmart
Feed-pets-in-shelters-online

თავშესაფარი თეთრი ეშვი

flag

Butimanu

თავშესაფარი თეთრი ეშვი

flag

რუმინეთი, Butimanu

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

„თეთრი ეშვის“ ფონდი ცხოველთა დაცვისთვის 1992 წელს დაარსდა, ამას უნდა ვუმადლოდეთ აწ უკვე გარდაცვლილ დოქტორს და ვეტერინარს რაქსანდრა ნიკოლესკუს,

ფონდი White Fang 1992 წელს ცხოველთა დაცვის მიზნით დაარსდა აწ უკვე გარდაცვლილი დოქტორისა და ვეტერინარის, რაქსანდრა ნიკოლესკუსის ინიციატივით, რომელიც ცხოველთა უფლებების პირველი დამცველი იყო რუმინეთში.
თავშესაფრის მთავარი საქმიანობაა ცხოველების გადარჩენა მოახლოებული საფრთხისაგან და „არ მოკლა“ კამპანიის აქტიური გატარება საკუთარ ორგანიზაციაში, რომელიც ბუქარესტის მახლობლად აშენდა და დაახლოებით 200 ძაღლს იფარებს. თავშესაფარში მოსულ ცხოველებს უტარდებათ ვაქცინაცია, უზრუნველყოფენ მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას, სტერილიზაციასა და აბინავებენ ადგილზე იქამდე, სანამ არ მოხდება მათთვის მეურვის მოძიება. ცხოველთა აყვანის პროგრამა უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა ამ თავშესაფრისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ თავშესაფარის მიერ გადარჩენილი ძაღლების დიდ უმეტესობას სხვადასხვა მენტალური და ფიზიკური ნაკლი გააჩნიათ, მათი აყვანა თითქმის შეუძლებელია და სიცოცხლის ბოლომდე თავშესაფარში უნდა დარჩნენ. თავშესაფარში დასაქმებული ადამიანები ატარებენ სტერილიზაციის პროგრამასაც, თუმცა რესურსების ნაკლებობის გამო პროგრამა ქალაქის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილზე ვრცელდება. თუმცა თავშესაფრის მესვეურების გაუტეხელი ნების გამო ბოლო 6 წლის განმავლობაში 1200-ზე მეტ ძაღლს ჩაუტარდა სტერილიზაცია.
უდიდესი სურვილის მიუხედავად, თავშესაფარში მომუშავე ადამიაებნს არ აქვთ დიდი გეგმები, რადგან ფინანსური კუთხით შეზღუდულობის გამო მათ არსებულ სიტუაციასთან გამკლავებაც კი ძალიან უჭირთ.

ამჟამად თავშესაფარი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მართალია, მათ აქვთ მოდერნიზებული შენობა, მაგრამ მათ სჭირდებათ ფინანსური დახმარება, რათა განაგრძონ ბრძოლა კეთილი საქმეებისთვის. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სეპტიკური ავზის არ არსებობაა ხშირ წყალდიდობებთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, თავშესაფარი საჭიროებს შენობის გათბობით უზრუნველყოფასაც პატარა ლეკვებისა და ავადმყოფი ძაღლების კომფორტულად დასაბინავებლად ზამთრობით.
თავშესაფარი ნებისმიერი სახის დახმარებასაც სიამოვნებით მიიღებს, როგორებიცაა: დაკონსერვებული საკვები, საბნები, ჯამები და ძნელადფუჭებადი საკვები!

ბოლო შესყიდვა

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

დაკონსერვებული საკვები ძაღლებისთვის (4,8kg)

11,70€

მშრალი საკვები ლეკვებისთვის (15 kg)

Dry food for puppies. Made with 70% meat, fish and other fresh ingredients. Natural nutrients aid healthy development. Wheat & gluten-free.

39,00€